კომპანიის შესახებ

კომპანია პროფი დაარსდა 2010 წელს. დაარსება დაემთხვა სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნის პერიოდს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენმა გუნდმა, სწორი მენეჯმენტით, სრულფასოვანი და ხარისხიანი ასორტიმენტით და კლიენტებთან კეთილსინდისიერი მიდგომით მოახერხა თავის სეგმენტში მიეღწია წარმატებისთვის და შეექმნა როგორც საცალო კლიენტებზე, ასევე სამშენებლო კომპანიებზე ორიენტირებული მაღაზიათა ქსელი.


სერვისები და პერსონალი


ჩვენს მაღაზიებში დაგხვდებიან პროფესიონალი ტექნოლოგები, რომელთანაც შეძლებთ სამღებრო სამუშაობთან დაკავშირებით კვალიფიციური კონსულტაციის გავლას.

კონკრეტული ნახაზების, შესაღები ფართის ზომების და კედლის ფაქტურის მიხედვით, ჩვენი ტექნოლოგები შეგირჩევენ საღებავს და სამღებრო აქსესუარებს და განგიმარტავენ მათი გამოყენების წესებს.

ჩვენთან ასევე დაგხვდებათ გერმანიიდან ჩამოტანილი ფერის დასაყენებელი აპარატი, ინტეგრირებული ფერების დაყენების კომპიუტერული სისტემით, რაც გვაძლევს საშუალებას სრული სიზუსტით შემოგთავაზოთ პიგმენტები და 3500-ზე მეტი ფერი.

ასევე მაღაზიებში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა დეკორატიული საღებავებით შესრულებული ნიმუშები, რომელთა საშუალებით შეძლებთ წარმოდგენა იქონიოთ თუ როგორი ვიზუალი ექნება თქვენს ინტერიერს თუ ექსტერიერს.


სტრატეგია და მიზნები


სამღებრო სამყაროში ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: სამღებრო საქმიანობის პროფესიონალები,  რომელთათვისაც  ეს საქმიანობა წარმოადგეს შემოსავლის ძირითად წყაროს, და მოყვარულები, რომლებიც თავიანთი ძალებით იფერადებენ საკუთარ გარემოს.

ჩვენი მაღაზიების კონცეფციაა დავაკმაყოფილოთ ორივე კატეგორია, სადაც პროფესიონალი თუ მოყვარული სხვაგან გაუსვლელად იპოვის თავისთვის სასურველ ხარისხიან პროდუქტს.

ამ კონცეფციის დასაკმაყოფილებლად გთავაზობთ ისეთი ევროპული ბრენდების არჩევანს, როგორებიცაა Caparol, Alpina, Kana, Kip, KimTec, Champion და ა.შ.

ჩვენი მომავალი მიზანია ვიყოთ თქვენთან მაქსიმალურად ახლოს, რაც გულისხმობს ქსელის გაფართოვებას და ამ ქსელში თანაბრად მაღალი სერვისის მოწოდებას .

 
შპს. პროფი
(+995) 568 00 19 55
(+995) 592 98 50 50
(+995) 597 00 82 08
E-mail: info@profi.ge